დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 06/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.05.002.002150 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2001 - 06/10/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძაებულება №352
2001 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთ სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლის 42-ე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე რიცხული სახსრების 85,4 პროცენტი დარჩეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, 0,4 პროცენტი მიმართულ იქნეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, 10 პროცენტი ფინანსთა სამინისტროს 2,1 პროცენტი – იუსტიციის სამინისტროს და 2,1 პროცენტი – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ამ სამინისტროების მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრების ხარჯვის წესს ადგენენ შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.
3. ამ ბრზანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულება:
ბ) „სახელმწიფო სტატისტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №671 ბრძანებულების მე-2 პუნქტი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები