საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
35
15/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №35

2010 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის (შემდეგში – რგოლი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 თებერვლამდე.

2. რგოლის ლიკვიდაციის შემდეგ რგოლის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს რგოლის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ რგოლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს № 331 ბრძანებულება.

6. ეს ბრძანებულება, გარდა მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს რგოლის ლიკვიდაციის განხორციელებისთანავე.

მ. სააკაშვილი