,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110330008, 01/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.144.016043
  • Word
17
30/03/2011
ვებგვერდი, 110330008, 01/04/2011
200230000.35.144.016043
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2011 წლის 30 მარტი

ქ. ქარელი

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4, მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     ,,მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია  79 ლარი.

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებზე (მათ შორის გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარი“.

      მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ქარელში

0,24

0,6

0,14

2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ ქარელისა

0,24

0,46

0,11

“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     პ. ღვინიაშვილი