„საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
158
27/04/2001
სსმ, 43, 01/05/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №158

2001 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ კომისიის შემადგენლობაში:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:

ა) საქართველოს მთავრობის მხრიდან: თამარ ბერუჩაშვილი, თენგიზ გაზდელიანი, ბაკურ გულუა, სერგო ესაკია, დავით მირ­ცხულავა, დავით ონოფრიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ზაზა შენგელია, მერაბ ჩხენკელი, ბადრი შოშიტაიშვილი, ლადო ჭანტურია;

ბ) საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან: ალექსანდრე ლომიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ლონდა სიხარულიძე, გივი ფხაკაძე, შოთა ქველიაშვილი, არნოლდ ჩოხელი;

გ) საქართველოს მეწარმეთა გაერთიანების მხრიდან: გია ავალი­შვილი, თამაზ ბეჟანიშვილი, ანზორ ბურჯანაძე, გიორგი თოფაძე, საურმაგ თურმანიძე, თემურ კენჭაძე, მიხეილ მაქსოევი, ირაკლი მი­ქაძე, დომენტი მოურავიძე, ზურაბ ტყემალაძე, როლანდ უგრეხელიძე, ჯუმბერ ძნელაძე, ბესიკ ჯუღელი.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

ა) საქართველოს მთავრობის მხრიდან:

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი;

ბ) საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების მხრიდან:

იოსებ კაციტაძე – საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების კონფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს მეწარმეთა გაერთიანებების მხრიდან:

ალექსანდრე დანელია – საქართველოს ტრანსპორტის პალატის თავმჯდომარე

მამუკა თავხელიძე – საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე

იური პაპასქუა – თბილისის მცირე მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე

ანზორ საკანდელიძე – საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი

გივი სოსელია – საქართველოს გადამხდელთა კავშირის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე

დავით ტატიშვილი – საქართველოს გადამხდელთა კავშირის მედიცინისა და სოციალური დარგების განვითარების ხელშეწყობის კომიტეტის თავმჯდომარე

თემურ ჭყონია – საქართველოს გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

3. სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინის­ტრი“, „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“ – სიტყვებით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვები „კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის საბჭოს თავმჯდომარე“ – სიტყვებით „საქართველოს პროფესიული კავშირებისა და შრომის ფედერაციის კონფედერაციის თავმჯდომარე“.

ე. შევარდნაძე