საქართველოში მასშტაბური მშენებლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის გაუდაუდებელ ღონისძიებათა შესახებ სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოში მასშტაბური მშენებლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის გაუდაუდებელ ღონისძიებათა შესახებ სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/07/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 450190000.05.002.000753
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
397
31/07/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1997
450190000.05.002.000753
საქართველოში მასშტაბური მშენებლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის გაუდაუდებელ ღონისძიებათა შესახებ სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/1997 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 397

1997 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოში მაშტაბური მშენებლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის გაუდაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში ისტორიუ-კულტურული ძეგლების დაცვის არსებული კანონმდებლობა ვერ ითვალისწინებს მსხვილმასშტაბიანი მშენებლობის, რეკონსტრუქციის პროექტთა განხორციელებას და მათი დაცვის ღონისძიებებს, ქვეყანაში დღეისთვის არსებულ რეალობებს.

ისტრიულ-კულტურულ ძეგლების დაცვისა და გამოყენების ახალი კანონმდებლობის მიღებამდე ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და არქეოლოგიის ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მსხვილმასშტაბიანი მშენებლობის, რეკონსტრუქციის პროექტთა განხორციელებისას ქვეყნის ისტორიის, კულტურის და არქეოლოგიის ძეგლთა დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელებას.

კომისიამ ერთ თვში წარმოდგინოს დასამტკიცებლად თავისი დებულება და იმოქმედოს ამ დებულების საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო, სამელიორაციო, საგზაო, ნავთობისა და გაზსადენი მაგისტრალებისა და სხვა სახის მშენებლობის და რეკონსტრქციის პროექტების განხორციელება მოხდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა (ო. ლორთქიფანიძე) და საქართველოს კულტურის სამინისტროს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს (ლ. მეძმარიშვილი) მიერ გაცემული დასკვნების საფუძველძე.

3. განისაზღვროს, რომ მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის გაყოფილი მიწის ფართობების არქეოლოგიური დაზვერვის, ექსპერტიზის, გათხრის, მეცნიერული შესწავლის ორგანიზაცია, შესაამის დაწესებულბასთან და უწყებებთან ურთიერთობა ევალება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, ხოლო მიწისზედა ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და დაცვა, ისევე როგორც განათხარი ძეგლების დაცვა, რესტავრაცია და კონსერვაცია – საქართველოს კულტურის სამინისტროს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართვლოს.

4. განსაკუთრებული იტორიული, მეცნიერული, მხატვრული ან სხვა კუტურული ღირებულების მქონე კულტურის ძეგლების, ანსაბლების, კომპლექსების, ისტორიულ-კულტურული ნაკრძალების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფა მოხდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე.

5. იმ ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა, მათ შორის საერთაშორისო, უცხოური ინვესტიციებით შექმნილმა (ერთობლივმა) ორგანიზაციებმა, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის მასშტაბურ მშენებლობასა და რეკონსტრუციას, გამოყოფილი მიწის სანაცვლოდ ფართობის ათვისების დადგენილი საფასურის გარდა დაპროექტების ღირებულების ხარჯთანუსხაში შეიტანონ სპეციალური მუხლი არქეოლოგიური გათხრების, მეთვალყურეობის, წინასწარი დაზვერვის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ფიქსაციის, მეცნიერული შესწავლისა და დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

6. მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან მიწათსარგებლობის პროცესში მანამდე უცნობი ნებისმიერი არქეოლოგიური ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ყველა კერძო და იურიდიულმა პირმა დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

7. შესაბამისმა ორგანოებმა გააძლიერონ ზედამხედველობა საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის არსებული კანონმდებლობისა და ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებისადმი.

ე. შევარდნაძე