„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 08/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
426
31/10/2001
სსმ, 120, 08/11/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №426

2001 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება „საქართველოს სახელ­მწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში:

1. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. აკადემიის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს ზოოვეტერინარული პროფილის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიის ძირითადი თანამშრომელი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებით და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით.

4. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი თავის მოვალეობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

რექტორის არჩევა ხდება აკადემიის სრული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად _ 6 წლის ვადით“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გ.ზ-ს შემდეგ დაემატოს გ.თ: „გ.თ გლდანის ექსპერიმენტული ბაზა“.

ე. შევარდნაძე