განჩინება - ს.ს. "კოლხური აბრეშუმის"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
განჩინება - ს.ს. "კოლხური აბრეშუმის"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/33
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/03/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110330003, 31/03/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/33
28/03/2011
ვებგვერდი, 110330003, 31/03/2011
განჩინება - ს.ს. "კოლხური აბრეშუმის"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

       გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სს ,,კოლხური აბრეშუმის“ მიმართ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით:              

1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 7 აპრილს 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა რეესტრის შედგენა; ბ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიდა სასამართლო დაფაზე. სს „კოლხური აბრეშუმის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე           გ. აბუსერიძე