საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 30/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
289
26/07/2001
სსმ, 80, 30/07/2001
430210000.05.002.002119
საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/07/2001 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 289

2001 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სკოლების მოსწავლე­თა ფიზიკურმა აღზრდამ, რომელიც დაფუძნებულია მასობრივ სპორტზე, უნდა გადაწყვიტოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაკაჟების, მათი ფიზიკური განვითარების, ორგანიზმის ფუნ­ქციურ შესაძლებლობათა გაფართოებისა და მოძრაობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ამოცანები.

ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა სახელმწიფოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის სწავლების მიმდინარეობაზე. გაუარესდა სკოლამდელი, ზოგად­საგანმანათლებლო და უმაღლესი სკოლების მატერიალური ბაზა, ფაქტობრივად შეწყვეტილია ყოველგვარი სპორტული ინვენტარით მომარაგება, რაც უარყოფითად მოქმედებს მომავალი თაობის აღზრდაზე.

საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღ­ზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს განათლების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ურბა­ნიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, საქართველოს ახალგაზ­რდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარ­ტამენტთან და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შეისწავლონ ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და დასახონ კონკრეტული ღონისძიებანი არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფ­ხვრელად, რისთვისაც:

ა) შეიმუშაონ კვლევის პარამეტრები და აწარმოონ გამოკ­ვლევა, კვლევის შედეგის საფუძველზე შექმნან და განახორციელონ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საკორექციო ღონისძიებათა პაკეტი;

ბ) შეიმუშაონ და 2001 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინონ ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულების ფიზიკური აღზრდის სასწავ­ლო გეგმები და პროგრამები, ფიზიკური განვითარებულობის სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში მაქსი­მალურად გაითვალისწინონ მეცადინეობები ფიზიკურ აღზრდაში და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სწავლება განისაზღვროს კვირაში 4 საათის რაოდენობით.

2. დაევალოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (მ. ჩხენკელი) სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების მშენებ­ლობის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში იხელმძღვანელოს „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ყველა ტიპის და საკუთრების ფორმის სასწავლებლის გახსნისას ლიცენზიების მოთხოვნათა ნუსხაში აუცილებელ პირობად შეიტანოს სპორტული ბაზის არსებობა და ფიზიკური აღზრდის სწავლება.

სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა აღადგინონ ჯანმრთელობის ჯგუფები ფიზიკურად სუსტად განვითარებული კონტინგენტისათვის.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით გააძლიეროს მოსწავლე- ახალგაზრდობის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.

5. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადე­მიაში (ო.გოგიაშვილი) აღდგენილ იქნეს სპეციალიზაცია „სკოლამ­დელი დაწესებულებების ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი“, აგრეთვე უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა გადამზადების კურსების ფუნქციონირება.

6. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ფიზიკური აღ­ზრდის მასწავლებლის ანაზღაურება განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მასწავლებლის ანაზღაურების ზოგადი წესის შესაბამისად.

7. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განახორ­ციელონ სასწავლო დაწესებულებებთან არსებული მარტივი ტიპის მოედნებისა და სასპორტო დარბაზების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

8. ფიზიკური აღზრდის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის ყველა ფენისა და ასაკის ჯგუფებისათვის 2001 წლის 1 ოქტომბრი­დან შემოღებულ იქნეს საერთო ფიზიკური მომზადების განმსაზღვრელი „პრეზიდენტის ტესტები“.

9. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს განათლების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამ თვეში წარმო­ადგინონ დებულება „პრეზიდენტის ტესტების“ შესახებ.

ე. შევარდნაძე