დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110329024, 31/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016082 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №43/ნ
2011 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებით (სსმ III, 25.11.2010 წ., №154, მუხ. 2188) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან”.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს და განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს წევრად არჩევის საკვალიფიკაციო პირობებს“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები