დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110329021, 31/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.153.016056 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 28
2011 წლის 28 მარტი
ქ. მცხეთა
,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პრეამბულაში ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ’’საქართველოს კანონის 194 მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად მიეთითოს ამავე მუხლის მეორე პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები