სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 22/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 220060000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
20/01/2003
სსმ, 7, 22/01/2003
220060000.05.002.000002
სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/01/2003 - 08/06/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2003 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფოში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ახალგაზ­რდობასთან მუშაობის, განათლების სფეროების დაფინანსების დამატებით არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვის, ასევე ლატარიის მონაწილეთათვის მოგების მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საჭირო ღონისძიებანი განახორციელოს ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ დასაფუძნებლად, რისთვისაც გაითვალისწინოს შემდეგი პირობების დაცვის მიზანშეწონილობა:

ა) სახელმწიფო ლატარიის სათანადო დონეზე მოწყობისათვის, როგორც დამფუძნებელმა, უზრუნველყოს ფონდის მიერ საკონკურსო პირობების შემუშავება, სახელმწიფო ლატარიის სახეების შერჩევა-დამტკიცება, კონკურსის მოწყობა და საკონკურსო საწყისებზე სახელმწიფო ლატარიის განმახორციელებლის – „საქართვეოს ეროვნული ლატარიის ოპერატორის“ (იურიდიული პირის, რომელსაც აქვს ლატარიის მოწყობის ლიცენზია და მისი შესაბამის დონეზე მართვის შესაძლებლობები) შერჩევა;

ბ) ფონდზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ლატარიის ოპერატორთან მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების გან­ხორციელება;

გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემოსავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგების სულ ცოტა 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გამოყენება.

3. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა სამინის­ტროს, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და საზო­გადოების სხვა გამოჩენილი მოღვაწეებით.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკაძეს.

ე. შევარდნაძე