დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110329019, 31/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.153.016054 |
მ ცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26
2011 წლის 28 მარტი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე ,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მ ცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილების პრეამბულაში , კერძოდ , ამოღებულ იქნეს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანება .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები