„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329018, 31/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.153.016053
  • Word
25
28/03/2011
ვებგვერდი, 110329018, 31/03/2011
470230000.35.153.016053
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სარებულო

დ ა დ გ ე ნ ილება № 25

2011 წლის 28 მარტი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №16 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამაში”, კერძოდ,

1. პროგრამის მე-6 მუხლის პირველი მუხლის 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი’’;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კომისია’’ ბენეფიციართა დახმარების საკითხს განიხილავს და ადგენს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს. გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციარებისათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ნუმერაცია შეიცვალოს შემდეგნაირად:

2.1. დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

2.2. გარდაცვალების მოწმობა;

2.3. ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან გარდაცვლილის ოჯახის სტატუსის შესახებ;

2.4. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგნაირად: ,,სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს ,,კომისია’’ და დგება ოქმი, რომელიც წარედგინება გამგებელს. გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვის თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე