„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 20/09/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
407
16/09/2000
სსმ, 86, 20/09/2000
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №407

2000 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების IV თავს (დეპარტამენტის უფლებამოსილებნი) დაემატოს 401 და 4011 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

401. საქვეუწყებო ორგანიზაციების დაუტვირთავი სიმძლავრეების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ხელშეკრულებათა საფუძველზე აწარმოოს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის იურიდიული პირების ფასიანი მომსახურება და მიღებული შემოსავლები დადგენილი წესით მოახმაროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, მუშა-მოსამსახურეთა წახალისებასა და სიციალური პირობების გაუმჯობესებას.

4011. საქვეუწყებო ორგანიზაციების ანგარიშზე 2000 წლის განმავლობაში დაგროვილი შემოსავლები განკარგოს ამავე ბრძანებულების IV თავის 401 პუნქტის შესაბამისად.

2. დებულების V თავის (დეპარტამენტის ხელმძღვანელობა) 52-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

52. სახელმწიფო ბუჰეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს სახელმწეიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს ამავე დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საშტატო ნუსხასა და დეპარტამენტის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო ობიექტების ხერჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს.

ე. შევარდნაძე