დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 282 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 11/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №282
2002 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მათ შორის: ცენტრალურ აპარატში 110 (ას ათი) კაცი, ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიურ სამსახურებსა და სხვა ტერიტორიულ სამმართველოებში – 41 (ორმოცდაერთი) კაცი“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ბ.ა.) მე-9 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში, მე-13 პუნქტის „გ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში და მე-19 პუნქტში სიტყვები „ანტიმონოპოლიური სამმართველოები“ შეიცვალოს სიტყვებით „ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროები“;
ბ.ბ.) 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგიონალური მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო“.
ბ.გ.) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;
გ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიურო;
დ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის კახეთის ბიურო;
ე) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიურო;
ვ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ქვემო ქართლის ბიურო;
ზ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის შიდა ქართლის ბიურო;
თ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო;
ი) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის იმერეთის ბიურო;
კ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის გურიის ბიურო;
ლ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ბიურო;
მ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ბიურო“.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა ერთ თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები