დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და სასამართლო პალატებსა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 857 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 27/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110050060.08(0).020.003674 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2005 - 31/08/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №857
2005 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და სასამართლო პალატებსა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას თბილისის სააპელაციო სასამართლო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრი წყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკის, ხაშურის, ჯავის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 64 მოსამართლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა – 21 მოსამართლის შემადგენლობით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 15 მოსამართლის შემადგენლობით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 18 მოსამართლის შემადგენლობით;
დ) საგამოძიებო კოლეგია – 10 მოსამართლის შემადგენლობით.
5. შეიქმნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წყალტუბოს, ცაგერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ხობის, ხონის რაიონული, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 34 მოსამართლით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა – 12 მოსამართლის შემადგენლობით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 9 მოსამართლის შემადგენლობით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 9 მოსამართლის შემადგენლობით;
დ) საგამოძიებო კოლეგია – 4 მოსამართლის შემადგენლობით.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულება.
10. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები