„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 28/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329016, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016056
  • Word
73
28/03/2011
ვებგვერდი, 110329016, 04/04/2011
200140030.35.160.016056
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 73

2011 წლის 28 მარტი

ქ. რუსთავი

„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

           მუხლი 1

„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №64 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი 1 „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 2 „ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ამოღებულ იქნას მე-4 მუხლი.

           მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე     კ. ბარათაშვილი

დანართი 1

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით

ზონის დასახელება

1 კვ/მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი)

C

მაკრომდებარეობის ინდექსი

Img

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი

ITL

მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K

1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი

Cn

I ზონა

0,24

0,7

1,30

50,00

10,92

II ზონა

0,24

0,7

1,0

50,00

8,40

III ზონა

0,24

0,7

0,85

50,00

7,14

დანართი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება

–   I ზონა   მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა;

–   II ზონა – მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა;

–   III ზონა – ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად.