საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 03/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 200120000.05.002.001925
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
475
02/11/2000
სსმ, 103, 03/11/2000
200120000.05.002.001925
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/11/2000 - 01/04/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №475

2000 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის 280 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და იმპორტირებული აქციზური საქონლის აღრიცხვისა და დაბეგვრის არეალში სრულად მოქცევის მიზნით მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში შეიქმნას აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს რიცხოვნობა განისაზღვროს 120 საშტატო ერთეულით.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამონათვალს დაემატოს „აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო“.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვროს საგადასახადო დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მ. მაჭავარიანმა:

ა) ერთ თვეში მოამზადოს და განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტები;

ბ) წარმოადგინოს წინადადებები აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შენობითა და სათანადო მატერიალური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ;

გ) აქციზური საქონლის წინასწარი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები ცალკეული სახის აქციზური საქონლის წარმოებისა და იმპორტირების ნებართვების გაცემის თაობაზე;

დ) ერთ თვეში უზრუნველყოფის აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცება.

6. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მ. მაჭავარიანმა.

ე. შევარდნაძე