დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/05/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240040000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №178
2003 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” (გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში, 1997 წ., №11, გვ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
დიმიტრი გულისაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.”
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეთხოვოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას საქართველოში სამეთვალყურეო კომისიაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შესაყვანად წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა.“.
3. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მინისტრის სტატუსით წარმოდგენილ კომისიის წევრებს აქვთ უფლება კომისიის სხდომებზე დასწრება დაავალონ მათდამი დაქვემდებარებული უწყებების შესაბამის თანამშრომლებს.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები