მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 02/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220030.05.002.001923
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
470
29/10/2000
სსმ, 102, 02/11/2000
010220030.05.002.001923
მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/11/2000 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №470

2000 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადებები მშენებლობაში თავისუფალი (საბაზრო) ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების შესახებ, რისთვისაც:

1. ინვესტიციების ციკლის მონაწილე ორგანიზაციებს შორის თავისუფალი (საბაზრო) ფასებით განპირობებული ურთიერთობის რეგულირებისათვის, მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო ფასების ნორმატიული ბაზის მომზადებისას და მასზე გადასვლის პერიოდში მეწარმეთა შორის წარმოქმნილი პრობლემური საკითხების განსახილ-ველად და დასკვნების მოსამზადებლად შეიქმნას  მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით გუგავა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომი­კისა და რეფორმების დეპარტამენტის ფასწარმოქმნის სამმართველოს უფრო­სი, კომისიის მდივანი

ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე

ლიზა ზაზაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯ­დო­მარის მოადგილე

გიორგი თვალავაძე – თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე

ბესიკ თულაშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომი­კისა და რეფორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ზაურ კაპანაძე – საქართველოს ურბანიზაციისა და მშე­ნებლობის სამინისტროს მშენებლობის, მშენინდუსტრიის და საშენი მასალების წარმოების დეპარტამენტის თავმჯდო­მარე

დავით კბილაძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმ­წიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ემზარ კიზირია – სს „საქქალაქმშენპროექტის“ გენერა­ლური დირექტორი

დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელა­რიის სექტორული ეკონომიკის სამ­სახურის კომუნიკაციების, ურბანი­ზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი

ნუგზარ მგელაძე – სს „საქმონოლითმშენის“ გენერალური დირექტორი

ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გენადი ნიჟარაძე – სს „თბილმრეწვმშენის“ გენერალური დირექტორი

ჯამლეთ ტომარაძე – სს „საქკომუნმშენპროექტის“ გენერა­ლური დირექტორი

ლონგინოზ ქორქია – სახელმწიფო დეპარტამენტ „საქავ­ტოგზის“ განყოფილების უფროსი

გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწვე­ლობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

ბადრი ჩიტაია – არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე

როლანდ ძაძამიძე        – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადების და ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი.

2. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შექმნილი მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

 

მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის დებულება

1. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) არის სამინისტროების, უწყებების და  სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენელთა სათათბირო ორგანო, რომლის თითოეული წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მშენებლობაში ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვაში და გამოხატოს წარმომგზავნი ორგანიზაციის პოზიცია ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში თავისუფალი (საბაზრო) ფასების მოქმედების შესაბამისად.

2. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით და ამ დებულებით.

3. კომისიის სხდომებზე განხილული და მიღებული წინადადებები მშენებლობის ფასწარმოქმნის საკითხებზე ითვლება შეთანხმებულად კომისიის წევრების წარმომგზავნ ორგანიზაციებთან.

4. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ოპერატიულად განიხილოს და მოამზადოს დასკვნები მშენებლობის ხარჯთაღრიცხვების შედგენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ბ) მშენებლობაში კაპიტალურ დაბანდებათა ეფექტიანად გამოყენების მიზნით რეგულარულად განიხილოს ქვეყნის რეგიონებისა და მშენებლობის დარგების მიხედვით ხარჯთაღრიცხვების შესადგენად ფასთა ცვალებადობის ინდექსების დამუშავებისა და გამოყენების საკითხები;

გ) მოისმინოს სხდომებზე ინფორმაციები ქვეყნის რეგიონების მიხედვით მშენებლობის გაიაფების და ფასების სტაბილიზაციისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მშენებლობის დამკვეთების მიერ კაპიტალური დაბანდებების კონკურსით (ტენდერით) განლაგების სრულყოფისა და მშენებლობის რესურსებით მომარაგებაში საშუამავლო რგოლის გამორიცხვის საკითხებს, როგორც მშენებლობის გაიაფების მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმედებას;

დ) მშენებლობაში მუშაობის ძირითად საკითხად გადააქციოს რესურსების ხარჯვის უმკაცრესი აღრიცხვიანობა, როგორც დარგში კორუფციული და ჩრდილოვანი ეკონომიკური მოვლენების გამორიცხვის გარანტია;

ე) უზრუნველყოს მუშაობის წარმართვა ისე, რომ თანდათანობით ჩაეყაროს საფუძველი მშენებლობაში ახალი ნორმატიული ბაზის მომზადებას.

5. კომისიას უფლება ეძლევა შეიმუშაოს რეკომენდაციები:

ა) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი სამშენებლო რესურსების საბაზრო ფასების ანალიზისა და დამკვეთი და მენარდე ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერების შედეგად დამუშავებული ფასების ხარჯთაღრიცხვების შესადგენად გამოყენების შესახებ;

ბ) სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ტექნიკური დონის ამაღლების გათვალისწინებით სამშენებლო რესურსების ხარჯვის ნორმების გადასინჯვის შესახებ;

გ) ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გამომუშავების ნორმების სათანადო კორექტირების საფუძველზე ნორმალურ პირობებში მომუშავე მშენებელ მუშათა საშუალო სახარჯთაღრიცხვო ხელფასების ნორმების გადასინჯვის შესახებ;

დ) მშენებლობის ზედნადები ხარჯების, სახარჯთაღრიცხვო მოგებისა და ლიმიტირებული (არაპირდაპირი) ხარჯების ნორმებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

6. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე.

7. კომისიის სხდომების მოწვევის სიხშირე დამოკიდებულია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვასთან, მაგრამ კვარტალში ერთჯერ მაინც.