„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 17/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.002.000000
  • Word
169
16/04/2002
სსმ, 36, 17/04/2002
240140000.05.002.000000
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №169

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ“.

2. პირველ პუნქტში სიტყვის „მენეჯმენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „დახმარების“.

3. მე-2 პუნქტში სიტყვის „მენეჯმენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „დახმარების“, ხოლო სიტყვის „შეიქმნას“ შემდეგ სიტყვა „სამეთვალყურეო“.

4. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ივანე ჩხარტიშვილი და ლევან ძნელაძე.

5. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი.

6. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამეთვალყურეო კომისიის წევრის იმ სამთავრობო დაწესებულების თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომელიც დასახელებულია ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში, მის უფლებამონაცვლე თანამდებობის პირს ეკისრება კომისიის წევრობა იმ ვადამდე, ვიდრე ამ ბრძანებულებაში დადგენილი წესით არ შევა შესაბამისი ცვლილება..

ე. შევარდნაძე