„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის №664 ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის №664 ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 12/03/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.002.000000
  • Word
97
05/03/2002
სსმ, 24, 12/03/2002
240140000.05.002.000000
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის №664 ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის №664 ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №97

2002 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის N664 ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის N293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ნოემბრის 664  ბრძანებულებით დამტკიცებულ პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის დებულება“.

2. I თავის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს“.

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ დებულების შესაბამისად.

4. ცენტრი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ“.

3. II თავის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვების „ინდუსტრიის ჩამოყალიბება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(კერძოდ, მაღალკვალიფიციური ბიზნეს-კონსულტანტებისა და მენეჯერების მომზადება და გადამზადება, როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე მის გარეთ)“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარ სხვა მიზნებისა და ფუნქციების შესრულება, რომლებიც ცენტრს და მის საქმიანობას ეხება.“.

4. III თავის:

ა) სათაურში სიტყვა „ფორმები“ შეიცვალოს სიტყვით „საგანი“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „კონტროლი“ შეიცვალოს სიტყვით „მონიტორინგი“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონაწილეობის მიღება შესაბამისი, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გაერთიანებებში;“;

ბ.გ) ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სხვა საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ამყარებს კავშირებს“ შეიცვალოს სიტყვებით „უფლებამოსილია დაამყაროს კავშირები“, ხოლო სიტყვა „ორგანიზაციებთან“ – სიტყვებით „კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებთან“;

დ) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობა, მათ შორის, ეკონომიკური, რომელიც შეესაბამება ცენტრის მიზნებსა და ამოცანებს ან\და აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით. თუ ცენტრი არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, დადგება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.“.

ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. პროექტის ადმინისტრირების, შესყიდვების, კონსულტანტთა დაქირავების, თანხების განკარგვის, ბუღალტერიისა და აუდიტის ანგარიშგების, შეფასებისა და საქმისწარმოების დარგში მასალების შემუშავებასა და გავრცელებას ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ცენტრის სამოქმედო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ.“.

5. IV თავის:

ა) მე-2 ქვეპუნქტში სიტყვები „კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული რესურსები“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები“;

ბ) მე-7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (მათ შორის, უცხოეთის) წილობრივი და საქმიანი მონაწილეობით, ასევე სახელმწიფო შეკვეთებიდან მიღებული შემოსავლები, შემოწირულობანი და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.“;

გ) პირველი მე-6 ქვეპუნქტები გადაინომროს ანბანურად, „ა“- „ვ“ ქვეპუნქტებად.

6. V თავის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„V. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი და ცენტრის მართვის ორგანოები“;

ბ) პირველიმე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მის მიერ საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად დადებული დამატებითი შეთანხმების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებით შექმნილი სამეთვალყურეო ორგანო – კომისია (შემდგომ – სამეთვალყურეო კომისია).

3. სამეთვალყურეო კომისია იკრიბება 6 თვეში ერთხელ მაინც, ანდა კომისიის წევრთა ორი მესამედის ან ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით. სამეთვალყურეო კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზებას ახდენს კომისიის თავმჯდომარე.

4. სამეთვალყურეო კომისია:

ა) განიხილავს ცენტრის სამოქმედო გეგმის შესრულებას;

ბ) ამტკიცებს ცენტრის წლიურ ბიუჯეტს.

5. სამეთვალყურეო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომის მოწვევა არ არის აუცილებელი, როდესაც მისი ყველა წევრი წერილობით ეთანხმება განსახილველ საკითხს.

6. სამეთვალყურეო კომისიის სხდომაზე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომრის ხმა. სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები. სამეთვალყურეო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მისი ინდივიდუალური აზრი აისახოს ოქმში.;

გ) მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მიმდინარე“;

დ) მე-9 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას“ შეიცვალოს სიტყვებით „განსახილველად წარუდგენს სამეთვალყურეო კომისიას“;

  დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოითხოვს სამეთვალყურეო კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა კომისიის როგორც მორიგ, ისე რიგგარეშე სხდომებზე“;

დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ფირმებთან“ შეიცვალოს სიტყვებით „ფირმებსა და ინდივიდუალურ კონსულტანტებთან“;

დ.დ) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვები „კომისიას დასამტკიცებლად“ შეიცვალოს სიტყვებით „სამეთვალყურეო კომისიას“;

დ.ე) „ი“ ქვეპუნქტში სიტყვის „კომისიის“ წინ დაემატოს სიტყვა „სამეთვალყურეო“;

დ.ვ) ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“„ო“ ქვეპუნქტები:

„ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით და მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს, ხელფასის განაკვეთსა და საკონსულტაციო საზღაურს;

მ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა და კონსულტანტთა შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხებს;

ნ) გამოსცემს ცენტრის ყოველი თანამშრომლისა და კონსულტანტისათვის სავალდებულო ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს (განკარგულებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს) და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

ო) პასუხს აგებს ცენტრის ქონების აღრიცხვისათვის, შენახვისა და მიზნობრივად გამოყენებისათვის“.

ე) მე-10 პუნქტში სიტყვები „კომისიის წინაშე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამეთვალყურეო კომისიის წინაშე საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროექტების განხორციელებისათვის“;

ვ) მე-11 პუნქტში სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“;

ზ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის დავალებებსა და მითითებებს.;

თ) მე-14 პუნქტის:

თ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მართავს მსოფლიო ბანკის შესაბამისი კრედიტის თანხების მოძრაობის რეგულირებას;“;

თ. ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოველკვარტალურად ამუშავებს ანგარიშგებას და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე, პროექტის ფარგლებში – მსოფლიო ბანკს;“.

7. VI თავის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის ბუღალტრული ანგარიშები უნდა მომზადდეს იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. ცენტრის წლიური ბალანსის აუდიტორული შემოწმება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ცენტრი თავის წლიურ ბალანსს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“            .

8. VII თავის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. VII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:

„VIII. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

ე. შევარდნაძე