„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 16/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
461
09/11/2001
სსმ, 123, 16/11/2001
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №461

2001 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

I. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“.

2. ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დებულება“.

3. ბრძანებულებისა და დებულების მთელ ტექსტში სიტყვა „პროექტის“ შეიცვალოს სიტყვით „პროექტების“.

4. დებულების მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში - ასოციაციის) პროცედურების“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული“ – შემდეგ როგორც ტექსტშია;

ბ) „ე.ვ.“ ქვეპუნქტში სიტყვები: „ასოციაციის პროცედურების შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „ასოციაციას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ასოციაციას შორის არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების“;

ე) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ასოციაციას შორის არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უზრუნველყოს პროექტების ანგარიშის დროული მომზადება და წარდგენა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის მათ მიერ მოთხოვნილი ფორმატისა და სიხშირის მიხედვით“.

ზ) ამოღებულ იქნეს „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები;

თ) „რ“ ქვეპუნქტში სიტყვები „აგრეთვე ასოციაციას“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეს“.

ი) მე-3 პუნქტში სიტყვა „ასოციაციასთან“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარესთან“.

5. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „თანადაფინანსებას ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფენ საქართველო და ასოციაცია“ შეიცვალოს სიტყვებით: „თანადაფინანსება უზრუნველყოფილ იქნება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ“.

6. დებულების მე-4 მუხლის:

მე-2 პუნქტში სიტყვები: „ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და ასოციაციის პირობების საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების პროცედურებისა და პირობების საფუძველზე“, ხოლო სიტყვა „ასოციაცია“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეს“.

ე. შევარდნაძე