დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/08/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 17/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №330
2001 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ბ. შოშიტაიშვილი, ვ. პაპავა, დ. ონოფრიშვილი, მ. უკლება;
ბ) კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ი. ჩხარტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ლ. ძნელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლ. ალექსიშვილი.
2. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრმა (ნ. ადეიშვილი) ცენტრის დებულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და განსახილველად წარმოდგენა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები