„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 07/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
426
04/10/2002
სსმ, 100, 07/10/2002
000000000.00(0).000.000000
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №426

2002 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. შეწყალების თხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში განმეორებითი თხოვნა კომისიაზე განსახილველად შეიძლება შეტანილ იქნეს, როგორც წესი, თხოვნაზე უარის თქმის დღიდან ექვსი თვის შემდეგ“.

2. დაემატოს მუხლი 101:

„მუხლი 101. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქარ­თველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიწყალოს მსჯავრდებული ამ ბრძანებულებით დადგენილ დამატებით მოთხოვნათა გარეშე“.

ე. შევარდნაძე