დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ზოგიერთი ცვლილებისა და დამატების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 25/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №382
2000 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ზოგიერთი ცვლილებისა და დამატების თაობაზე
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ მუხლში მე-4 სტრიქონში ამოღებულ იქნეს მე-2 სიტყვა „წინასწარ“.
2. მე-2 მუხლის მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე, მანამდე კი კომისიის წევრებს ეგზავნებათ სხდომის დღის წესრიგი, რომელზეც წინასწარ წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა წევრთა ორი მესამედი მაინც. მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა უმრავლესობამ, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა“.
3. მე-6 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის მოპოვებასა და დასკვნების გამოთხოვას როგორც თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან, ისე სახელმწიფო მმართველობის, მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვის ორგანოებიდან. ამ მასალების საფუძველზე შეწყალების საკითხთა განყოფილება ადგენს ცნობას და ამზადებს საქმეს შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე განსახილველად“.
4. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სასჯელთა აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრი შეწყალების მიზანშეწონილობის თაობაზე“ და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება: მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლობა, სასჯელის მოხდილი ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, შრომისადმი დამოკიდებულება, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარემოებანი, ხოლო სასამართლოს განაჩენით დაკისრებული მატერიალური ზარალის შემდგომი ანაზღაურებისაგან გათავისუფლების შესახებ თხოვნის განხილვისას – უზენაესი სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და საჭიროებისამებრ, დაზარალებულ იურიდიულ პირთა მოსაზრებანი“.
5. მე-9 მუხლის ბოლო აბზაცი ჩაითვალოს „თ“ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ასეთ მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს შეწყალების საკითხთა კომისია, თუ არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და რომელზეც არსებობს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება“.
6. მე-10 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილვამდე სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნა წინასწარი დასკვნისათვის სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებიდან შემოსულ მასალებთან ერთად ეგზავნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები