საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 200250000.05.002.001053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
162
28/04/2001
სსმ, 43, 01/05/2001
200250000.05.002.001053
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/05/2001 - 05/05/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №162

2001 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად შეიქმნას:

ა) ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციები;

ბ) ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, სენაკის ზონალური საგადასახადო ინსპექციები;

გ) ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონული საგადასახადო ინსპექციები.

2. განისაზღვროს საგადასახადო ინსპექციების შემდეგი სამოქმედო ტერიტორიები:

ა) ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ბ) ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

გ) ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ქ.ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

დ) ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ე) ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ვ) ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ზ) ჭიათურის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ჭიათურის, საჩხერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

თ) სამტრედიის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – სამტრედიის, ხონის, ვანის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ი) სენაკის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – სენაკის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები.

3. გაუქმდეს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, ამბროლაურის რაიონებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2001 წლის 15 ივნისიდან.

4. გაუქმდეს ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, სახერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2001 წლის 25 ივნისიდან.

5. ამ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2001 წლის 15 ივნისიდან.

6. ამ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, სენაკის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციებმა და ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2001 წლის 25 ივნისიდან.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უზრუნველყოს ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მ.მაჭავარიანმა.

ე. შევარდნაძე