დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 19/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.002.002569 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №213
2003 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს “ ფუნქციების, ბალანსზე არსებული ქონებისა და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით:
1. გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო “.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად მოახდინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს “ ლიკვიდაცია.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის“ გადაცემა.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №152 ბრძანებულება „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შესახებ “.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები