საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19(26), 23/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 300380010.05.002.001534
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
153
23/04/1999
სსმ, 19(26), 23/04/1999
300380010.05.002.001534
საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/1999 - 11/05/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №153

1999 წლის 19 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობისა და დაბეგვრის გაუმჯობესების მიზნით:

1. 1999 წლის 1 მაისიდან საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების იმპორტზე შემოღებულ იქნეს სავალდებულო ლოტების გაცემა.

2. 1999 წლის 15 მაისიდან საქართველოში აიკრძალოს ლოტების არმქონე მეწარმე სუბიექტების მიერ თეთრი ნავთობპროდუქტების იმპორტი.

3. 1999 წლის 15 ივნისიდან აიკრძალოს საქართველოში ნავთობპროდუქტების საბითუმო რეალიზაცია (ადგილობრივი პროდუქტის გარდა) შესაბამისად მის იმპორტზე ლოტების არარსებობის შემთხვევაში. თეთრი ნავთობპროდუქტების რეალიზაცია მოხდეს მხოლოდ საგანგებო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით.

რეალიზაციის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე).

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია) 1999 წლის 30 აპრილამდე შეისწავლოს არალოტირებული თეთრი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი და წარმოადგინოს საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი შესაბამისი ცვლილებები.

5. ლოტები გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი).

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ლოტების გაცემისა და საგანგებო ანგარიშ-ფაქტურების რეჟიმი და შესაბამისი წესი დაამტკიცოს მიმდინარე წლის 25 აპრილამდე. რეჟიმი უნდა გამორიცხავდეს კვოტირების შესაძლებლობას.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ რეალიზებული ლოტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესი.

8. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა 1999 წლის 15 მაისიდან არ დაუშვას ლოტების გარეშე საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების შემოტანა იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების) საბაჟო რეჟიმით გაფორმების მიზნით.

9. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგანგებო ფორმის (ან საგანგებო აღნიშვნის) ანგარიშ-ფაქტურების სათანადო რაოდენობა.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999 წლის 30 აპრილამდე მოამზადოს ანალოგიური წინადადებები შაქრისა და ფქვილის იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების შესახებ.

11. ამ ბრძანებულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ.

ე. შევარდნაძე