„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 03/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
297
28/07/2001
სსმ, 81, 03/08/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №297

2001 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვისა და მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების პირველი თავის მე-4 მუხლი.

2. დებულების II თავის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) ბავშვის ფიზიკური და სულიერი განვითარების, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მიზნით ბავშვებთან მომუშავე ნებისმიერი პირის აკრედიტაცია, თუ მას არა აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია, აკრედიტაცია) სხვა სახელმწიფო უწყებიდან“.

3. დებულების IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„IV. დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოები და პასუხისმგებელი პირები“.

4. დებულების IV თავის მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„17. დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოები და პასუხისმგებელი პირები:

 ა) საქვეუწყებო დაწესებულება – „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრი“, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ბავშვთა და ახალ­გაზრდობის განვითარების ფონდი“;

ბ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – სამმართველოები; საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში – განყოფილებები, რომელთა დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკების ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტები არიან ამ რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებები და ამავე დროს ექვემდებარებიან საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და მათი დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი ავტო­ნომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე;

დ) ქ.თბილისის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური არის ქ.თბილისის მთავრობის სტრუქტურული ერთეული და ამავე დროს ექვემდებარება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს;

ე) ქალაქებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რაიონებში, დაბის, სოფლისა და თემის საკრებულოებში დებულებით გათვა­ლისწინებულ მიზნებს ახორციელებენ ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზატორები, რომელთა დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან“.

5. მე-18 მუხლი:

„დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და სახელმწიფო მასშტაბით ფუნქციონირების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში სამმართველოს უფროსს, ქალაქებსა და რაიონებში ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების გამგეებს, რომლებიც იმყოფებიან ორმაგ დაქვემდებარებაში, ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი რეგიონის რწმუნებულის, ქალაქისა და რაიონების მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით“.

6. მე-19 მუხლი:

„ახალგაზრდობის საქმეთა ტერიტორიული სამმართველოების, საქალაქო, რაიონული განყოფილებების გამგეების მოადგილეებსა და მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე ტერიტორიული სამმართველოების უფროსის, საქალაქო, რაიონული განყოფილების გამგეების წარდგინებით“.

7. მე-20 მუხლი:

„დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოების უფროსები ვალდებულნი არიან შეასრულონ დეპარტამენტის თავმჯდომარის, ცენტრალური აპარატის მითითებები და დავალებები, დროულად აცნობონ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქალაქსა და რაიონში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დეპარტამენტის საქმიანობასა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება:

ა) დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოების უფროსებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარ­ტამენტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თავმჯდომარეს თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.

8. დებულების VI თავის 25-ე მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახური“.

9. დებულების VI თავის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახური უზრუნველყოფს:

ა) პარლამენტისა და დეპარტამენტის ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას კანონშემოქმედებით სფეროში;

ბ) თავმჯდომარის წინადადებების მომზადებას ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხებზე;

გ) დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის შეთანხმებას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან;

დ) აყენებს დაწესებულების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხს;

ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, იღებს კონსულტაციებს ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო პროცესის შემდგომი განვითარების საკითხებზე, აწვდის მას ინფორმაციას აღნიშნულ სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იურიდიულ-სამართლებრივ საქმიანობას“.

ე. შევარდნაძე