დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/01/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 02/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
2000 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის შექმნის გამო:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში და მე-7 თავის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრი“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები