„ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №20 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №20 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 26/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 21/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.000091
  • Word
92
23/10/2004
სსმ, 120, 26/10/2004
010240030.10.003.000091
„ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №20 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის  №20 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის  №20 დადგენილებასა და ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.“.

2. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.“.

3. დებულების პირველ მუხლს დაემატოს:

ა) 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით“;

ბ) 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„32. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს“.

4. დამტკიცდეს ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.

პრემიერ-მინისტრი                                   ზ. ჟვანია

ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 №

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

აპარატის უფროსი

1

370

2.

მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე)

1

240

3.

ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პოლიტიკის შემუშავების, რეგიონებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

1

350

4.

მთავარი სპეციალისტი

1

240

5.

წამყვანი სპეციალისტი

1

230

6.

საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის და საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

1

350

7.

მთავარი სპეციალისტი

1

240

8.

წამყვანი სპეციალისტი

1

230

9.

წამყვანი სპეციალისტი (მდივანი)

1

230

10.

სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)

1

120

11.

მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი)

1

240

 

                      სულ

11