საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 17/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001909
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
447
14/10/2000
სსმ, 94, 17/10/2000
010240030.05.002.001909
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/10/2000 - 17/08/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №447

2000 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მიმდინარე საგადასახადო ორგანოების სისტემის ფუნქციურ სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და აშშ მთავრობას შორის 2000 წლის 8 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 150 ერთეულით არსებულ ასიგნებათა ფარგლებში, 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე.

2. გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და საერთო ხარჯებში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 ივნისის 711 განკარგულება

3. საქართველოს საგადასახადო შემოსავლ;ების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) 2000 წლის 20 ნოემბრამდე უზრუნველყოს გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.

4. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 20 ნოემბრიდან.

ე. შევარდნაძე