საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ოქტომბრის №439 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 05/01/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 310050020.05.002.002828
  • Word
660
30/12/2003
სსმ, 1, 05/01/2004
310050020.05.002.002828
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ოქტომბრის №439 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №660

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ოქტომბრის №439 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ოქტომბრის 439 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქ. თბილისის აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი პირველი (VIP1) სამთავრობო დარბაზით (აეროპორტის ძველი კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც მისი სიცოცხლის ბოლომდე);

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

დ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები;

თ) პირველი დარბაზით ასევე სარგებლობენ ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები*.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                            ნ. ბურჯანაძე

* აღნიშნული პირებისა და დელეგაციების დაშვება თბილისის აეროპორტის პირველ (VIP1) სამთავრობო დარბაზში ხდება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე თბილისის აეროპორტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობისადმი; ქ. თბილისის აეროპორტის პირველ (VIP1) სამთავრობო დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის დავალების საფუძველზე დაიშვებიან საზღვარგარეთის ქვეყნების ის ოფიციალური პირები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. აღნიშნული პირების შეშვებას წერილობითი ფორმით ახორციელებენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი.

– საქართველოს იმ ოფიციალურ დელეგაციათა წევრები, რომლებიც მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ზემოაღნიშნულ პირთა ხელმძღვანელობით (ამ ოფიციალურ დელეგაციათა თანმხლები პირები სარგებლობენ ქ. თბილისის აეროპორტში (ძველი კორპუსის მარცხენა ფლიგელი) მეორე (VIP2) სამთავრობო დარბაზით).