ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 26/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.02.002.001517
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
110
20/03/1999
სსმ, 13(20), 26/03/1999
010220020.02.002.001517
ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/03/1999 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №110

1999 წლის 20 მარტი

 ქ. თბილისი

ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების რეალობისა და შემოსავლების რეზერვების დადგენის, სახელმწიფო შემოსავლების სრული მობილიზაციის მიზნით:

1. შეიქმნას ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვლადიმერ პაპავა –       საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

2. საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიამ:

ა) მიმდინარე წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალია­ნებების სრული ინვენტარიზაციის ორგანიზება;

ბ) მიმდინარე წლის 1 ივნისამდე განიხილოს ინვენტარიზაციის შედეგები და წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები დავალიანებების ლიკივიდაციის ღონისძიებათა შესახებ.

3. კომისიამ მოამზადოს წინადადებები გაკოტრების მექანიზის სრულყოფისა და უიმედო ვადაგადაცილებული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

4. კომისიამ რეგულარულად განიხილოს მსხვილ მენარჩენე საწარმოთა ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების დაყადაღებისა და დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიმდინარეობის საკითხები და მიიღოს ქმედითი ზომები დავალიანებების დაფარვის პროცედურების დასაჩქარებლად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) მიმდინარე წლის 1 მაისამდე სამართლებრივი ნორმების დაცვით მოამზადოს კანონპროექტი უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

ე. შევარდნაძე