საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 598
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56(63), 29/10/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
598
24/10/1999
სსმ, 56(63), 29/10/1999
000000000.00.00.000000
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №598

1999 წლის 24 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ

1. ამოღებულ იქნეს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის №233 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების ნუსხიდან“.

2. ამოღებულ იქნეს კოსტავას ქ. № 38-ში (ყოფილი ლენინის ქ. №38) მდებარე შენობა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986 წლის 14 ნოემბრის №706 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის (ყოფილი კალინინის რაიონი) ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების სიიდან.

3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის უფლებათა დაცვის, აგრეთვე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის  ამაღლების, ეკონომიკური მოტივაციის გაძლიერების მიზნით დაკმაყოფილდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივების თხოვნა მათთვის სამედიცინო დაწესებულების ქონებისა და შენობის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყონ, დადგენილი წესით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების სათანადო ღონისძიებათა გატარება.

ე. შევარდნაძე