„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329002, 01/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016152
  • Word
178
29/03/2011
ვებგვერდი, 110329002, 01/04/2011
200090000.22.033.016152
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 178

2011 წლი 29 მარტი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით (სსმ III, 172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დაემატოს 31 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31 . საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრების გადაცემა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარდა, შესაძლებელია განხორციელდეს მისთვის პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის საშუალებით.“.

2. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვისას მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, აღემატება ამ პროცედურისთვის დადგენილი წესით განსაზღვრულ თანხებს, ზედმეტად გახარჯული თანხის გაცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე ხორციელდება „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის 511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა 018-ის შესაბამისად ან მისთვის პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის საშუალებით.

8. ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული) ფული წარედგინება საგადასახადო ორგანოს ან მის მომსახურე საბანკო დაწესებულებას შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით, არა უგვიანეს თვის ბოლო სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                პ. პეტრიაშვილი