დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110329001, 01/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.22.033.016153 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №179
2011 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) დამტკიცებულ „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება (შემდგომში – ქონება) – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ს.“;
ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგარანტიო თანხის/ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათი არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.“;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის (მათი არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის ელექტრონული სახით).“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, საგარანტიო თანხას/ბეს ან უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას (მათი არსებობის შემთხვევაში) იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.“.
5. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულიად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.“.
6. მე-13 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
„3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.“;
ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგარანტიო თანხის/ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში).“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“;
დ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია
1. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-13 და მე-16 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციის დროს სააგენტოს გენერალური დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ სარეალიზაციო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.
3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.
4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.
5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები