დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 25/09/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040050000.05.002.001896 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/09/2000 - 25/08/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №419
2000 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ
1. სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების სისტემატური ანალიზის, აგრეთვე საგზაო ფონდის მართვის საჯაროობისა და ამ პროცესში გზის მომხმარებელთა ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის მსოფლიო ბანკის პროექტისწინა შეფასების მისიის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნას სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
გრიგოლ ბოკუჩავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
დავით ბურდულაძე – საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრის გამგე
თეიმურაზ დვალი – საქართველოს შემოსავლების სამინისტროს ანალიზის, პროგნოზირებისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიხეილ ესაკია – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ვიქტორ თოდაძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი
ირაკლი იაშვილი – საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
გიორგი ლილუაშვილი – საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
ოთარ მახარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის და სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორი
მამუკა ორჯონიკიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსი
თამაზ შილაკაძე – კომპლექსური ინსტიტუტის „საქგაზმეცნიერების“ გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ჩხეიძე – საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველთა ასოციაციის პრეზიდენტი
დავით ძოწენიძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსი
შაქრო ხალვაში – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსის მოადგილე, საკონსულტაციო საბჭოს მდივანი.
2. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს დებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები