მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 20/09/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.001890
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
405
14/09/2000
სსმ, 86, 20/09/2000
010220020.05.002.001890
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2000 - 04/02/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №405

2000 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის სრულყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავ­შირის თავმჯდომარე

დათო მაღრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარ­თული პენ-ცენტრის თავმჯდომარე

გიორგი ოჩიაური – საქართველოს მხატვართა კავშირის თავ­მჯდომარე

ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა­რის მოადგილე, კინემატოგრაფისტთა კავ­შირის თავმჯდომარე

თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

2. სახელმწიფო კომისია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, შემოქმედებითი კავ­შირების, სხვა სამინისტროებისა და უწყებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა წინადადებების საფუძველზე და „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის 672 ბრძანებულების შესაბამისად განი­ხილავს და ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას.

3. მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისია დასამ­ტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

ე. შევარდნაძე