დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 380 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 25/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.05.002.001881 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2000 - 06/10/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №380
2000 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ
„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის სახსრების მიზანმიმართულად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით:
1. გაგრძელდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარტოხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარება.
2. სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა უზრუნველყონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საკრებულოებთან შეთანხმებით კონტინგენტის მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით.
3. განისაზღვროს უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარტოხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებისათვის ყოველთვიური სოციალური (ოჯახური) დახმარება:
ა) ერთი პენსიონერისაგან შემდგარი მარტოხელა ოჯახზე – 20 ლარი;
ბ) ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – ერთად ცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით –32 ლარი;
გ) მეურვეობის ქვეშ მყოფ ყოველ დედ-მამით ობოლ ბავშვზე – 20 ლარი, მისი მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად.
4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ ვრცელდება:
ა) ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
ბ) იმ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთა წევრებს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ და „ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დანიშნული აქვთ პენსიები;
გ) ოჯახებზე, რომელთა შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ პენსია განსაზღვრული აქვთ „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით:
ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;
ბ) „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2000 წლის 1 ივლისიდან უზრუნველყოს უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა - გაცემის ორგანიზაცია; აღნიშნული კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით განიხილოს და გადაწყვიტოს ამ ბრძანებულებით განსაზღვრულ კონტინგენტზე 2000 წლის დასაწყისიდან სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემის საკითხი;
გ) საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის დამტკიცებული თანხის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განიხილოს და გადაწყვიტოს სოციალური დახმარების მიზნით დამატებითი კატეგორიის შერჩევის საკითხი.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის გათვალისწინებული 13.3 მლნ ლარიდან 12180 ათასი ლარი დადგენილი წესით გაითვალისწინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯში, რომელმაც უნდა მოიცვას აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საფოსტო და საორგანიზაციო ხარჯები. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქ.რუსთავსა და ქ.ფოთში, ზესტაფონის, ბორჯომის, ბოლნისის, გარდაბნისა და თეთრი წყაროს რაიონებში უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების, აგრეთვე საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯები გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლებიდან სულ 1120 ათასი ლარის ფარგლებში.
7. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მკაცრად იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესით“. პროგრამის განხორციელების კვარტალური შედეგები მოახსენონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ა. ჯორბენაძეს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები