დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 23/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.001878 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/08/2000 - 25/08/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №374
2000 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კომისიის შექმნის შესახებ
საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის ახალი ტექნოლოგიებით ქვეყნის ერთიანი კომპიუტერული ქსელის აგების, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ინტერნეტის ქსელში ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით თარხან-მოურავი – ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „საქართელოს ტელეკომუნიკაცია“ მთავარი რედაქტორი, კომისიის საქმეთა აღმასრულებელი
ვახტანგ აბაშიძე – კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე
ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
იოსებ გალუმაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო საზოგადოების ლაბორატორიის“ დირექტორი
გიორგი გომელაური – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებელი კონსულტანტი
კახა იმნაძე – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი
გიორგი კაშია – კომპანია „სანეტის“ გენერალური დირექტორი
დიმიტრი კოტეტიშვილი – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
თეიმურაზ ყანჩელი – მსოფლიო ბანკის პროექტის „ჯორჯია გეითვეის“ მენეჯერი
მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გურამ ხმალაძე – „საქართველოს ტელეკომის“ გენერალური დირექტორი.
2. კომისიამ:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით განახორციელოს საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი პროგრმების კოორდინაცია;
ბ) ეროვნული მეურნეობის დარგების ახალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის მიზნით განაზოგადოს ელექტრონული კომერციის, ტელემედიცინის, ეკოლგიური მონიტორინგის და სხვა საინფორმაციო მომსახურების ფნუქციონირების ასპექტები;
გ) საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ჯგუფების კოორდინაცია მოზიდული მატერიალურ და ფინანსურ საშუალებათა საჭიროებისამებრ მიმართვის თვალსაზრისით;
დ) შეიმუშაოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი დანერგვის პროგრამი სხელშემწყობი ღონისძიებები და უზრუნველყოს ამ მიზნით ჩატარებული სამუშაოების კოორდინირების საკითხების გადაჭრა;
ე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამუშაო დებულება, რომელიც ითვალისწინებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრას, ამ დარგის პერსპექტიულ განვითარებას და საინფორმაციო პროექტების ანალიზსა და ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზაციას.
3. კომისიამ მის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგები მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს ექვს თვეში ერთხელ.
4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) უზრუნველყოს კომისიის მუშაობისათვის საჭირო პირობების შექმნა.
5. ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომისიას ხელი შეუწყოს საქმეთა აღსრულებაში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები