საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 15/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 110080000.05.002.001873
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
357
08/08/2000
სსმ, 73, 15/08/2000
110080000.05.002.001873
საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/08/2000 - 04/10/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №357

2000 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონმოიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დამტკიცდეს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ

I. მოსამართლის შვებულება

    მუხლი 1

1. მოსამართლეს მუშაობის პირველ წელს ანაზღაურებადი შვებულება მიეცემა უფლებამოსილების ვადის დაწყებიდან თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ.

2. მოსამართლეს თერთმეტი თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლამდე, მისი თხოვნით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით.

3. მოსამართლეს, რომელც მუშაობდა საჯარო დაწესებულებაში, სადაც არ უსარგებლია შვებულებით, შვებულება შეიძლება მიეცეს თერთმეტი თვის გასვლამდე.

    მუხლი 2

1. მოსამართლის ყოველწლიური შვებულება განისაზღვრება 45 კალენდარული დღით.

    მუხლი 3

1. მოსამართლეს შვებულებაში გასვლისას მიცემა საშვებულებო დახმარება ორი ვის ხელფასის ოდენობით.

2. მოსამართლეს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის ან შვებულების გამოუყენებლობის შემთხვევაში საშვებულებო დახმარება მიეცემა წლის ბოლო თვის ხელფასთან ერთად.

3. შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მოსამართლეს საშვებულებო დახმარება ეძლევა შვებულების პირველი ნაწილის გამოყენებისას.

4. მოსამრთლეს უნაზღაურდება მხოლოდ გამოყენებული შვებულების დღეები და შესაბამისი ანაზღაურება მას მიეცემა მომდევნო ხელფასის გაცემის დღეს.

    მუხლი 4

1. მოსამართლეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ანაზაღურებადი სასწავლო შვებულება ერთ თვემდე ვადით.

2. წლის განმავლობაში მოსამართლეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და წესით.

3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით მოსამართლეს შვებულება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

II. მოსამართლის მივლინება

    მუხლი 5

1. მოსამართლის ქვეყნის შიგნით მივლინების შემთხვევაში დღიური ხარჯების ნორმა განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოს 2 პროცენტის ოდენობით.

2. მოსამართლეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შემთხვევაში დღიურ ნორმასთან ერთად მიეცემა დღიური ნორმის დანამატი 30 პროცენტის ოდენობით.

 

III. მოსამართლის შვებულებისა და მივლინების გაფორმების წესი

    მუხლი 6

1. სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა მომდევნო კალენდარული წლის შვებულების გრაფიკი საქართველოს იუსტიციის საბჭოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარემ კი შესაბამის იუსტიციის საბჭოში უნდა წარადგინოს მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე.

2. მოსამართლეთა შვებულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შეიძლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომოიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა გრაფიკში კი – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომოიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით.

3. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულების გრაფიკისა და მასში ცვლილებას ბრძანებით განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე.

    მუხლი 7

1. გადაწყვეტილება მოსამართლის შვებულებისა და მივლინების შესახებ ფორმდება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რსპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ – შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით.

2. მოსამართლის შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა ახალი კალენდარული წლის დაწყებამდე შეიძლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ – შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით.

3. მოსამართლის შვებულებიდან გამოძახება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა გამოძახება – შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივნის ბრძანებით, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

4. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების გაფორმება, შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა და შვებულებიდან გამოძახება ხორციელდება შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით.