დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 12/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №98
2002 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მერაბ გაბუნია, ამირან გამყრელიძე, აკაკი ზოიძე, მარიამ ცაცანაშვილი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
მარინა ღუდუშაური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე
ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გენო მალაზონია – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
ვასილ ჭეიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები