საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 10/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.001868
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
343
03/08/2000
სსმ, 71, 10/08/2000
010220020.05.002.001868
საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2000 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №343

2000 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პრინციპების თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პრინციპების თაობაზე წინადადებების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (ტექსტში შემდგომ – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის –  ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველი

ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ვალერი გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი

როლანდ გილიგაშვილი –       საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე

არჩილ გოგელია – საქართველოს პარლამენტის წევრი

ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის უფროსი

რომან კუსიანი – საქართველოს პარალმენტის თვითმმართველობისა და რეგინალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

ბესიკ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

გივი ლომინაძე – საქართველოს პარალმენტის წევრი

გია მეფარიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე

ამირან ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი

ბადრი ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, უზენაესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

ასლან ფაღავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, უზენაესი საბჭოს პრზეიდიუმის წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს მდივანი

გურამ შარაძე – საქართველოს პარალმენტის წევრი

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი

როსტომ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2. სამთავრობო კომისიამ:

ა) გაითვალისწინოს, რომ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

გ) შეიმუშაოს წინადადებები „აჭარის ავტონმოიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსამზადებლად.

3. სამთავრობო კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, სამთავრობო კომისიის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.

4. სამთავრობო კომისიის მიერ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად პირთა მოწვევის საკითხს, აგრეთვე მუშა ჯგუფების შექმნის წესს განსაზღვრავს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე.

5. სამთავრობო კომისიის სხდომის მომზადებას და სხდომათა შორის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

6. სამთავრობო კომისიის სხდომის მომზადების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და საქმისწარმობას ახორციელებს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

7. სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს სამთავრობო კომისია.

8. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება დასკვნებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის.

9. სამთავრობო კომისიის დასკვნები და წინადადებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

ე.შევარდნაძე