ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ

  • Word
ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 20/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.001995
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
56
15/02/2001
სსმ, 15, 20/02/2001
040030000.05.002.001995
ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2001 - 19/05/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №56

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ

საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელები­სათ­ვის ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1250 განკარგულებით საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემული „მზიური ველის“ კომპლექსის ბაზაზე.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“ თანდართული დებულება.

3. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გაიპარაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასა­ცემი ქონების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში.

4. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო (მ. უკლება) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ცენტრ „მზიურ ველს“.

5. ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“ საშტატო რიცხოვ­ნობა და დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამო­ყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) დადგენილი წესით შეიტანოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის ცენტრის

„მზიური ველის“

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1250 განკარგულებით საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემული „მზიური ველის კომპლექსის ბაზაზე“.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენ­ტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრს აქვს ბეჭედი ცენტრის სრული სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ხაზინაში.

4. ცენტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი.

თავი II

ცენტრის მიზნები და ამოცანები

ცენტრის მიზნები და ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმარ­თულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუ­ალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირე­ბისა და სრულყოფის პირობების შექმნა;

ბ) ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთო­ბებისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;

დ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზ­რდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა;

ე) ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა-დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;

ვ) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ტრენინგ-სემინარების მოწყობა;

ზ) ბავშვთა დასვენება;

თ) მოზარდთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა.

თავი III

ცენტრის უფლებები

დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად ცენტრს უფლება აქვს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორ­ციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა;

ბ) მოამზადოს საკითხები თავისი კომპეტენციის სფეროდან და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს;

გ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც;

დ) ისარგებლოს თავის განკარგულებაში არსებული ქონებით;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთი­ერთობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და დადოს მათთან ხელშეკრულებები;

ვ) თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, გამართოს კონფერენ­ციები, თათბირები, სემინარები, მოაწყოს გამოფენები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით ცენტრის საფინანსო გეგმით განსაზღვროს სახსრების ხარჯვის კონკრე­ტული მიმართულებები;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ახალ­გაზ­რდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, განა­ხორციელოს შემდეგი მოქმედებები:

.ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;

.ბ) სესხის აღება ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით;

.გ) თავდებობა ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით;

.დ) საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის გან­საზღვრა;

.ე) შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობრივი განაკვეთების განსაზღვრა და საორგანიზაციო ადმინისტრაციული ხარჯების ხარჯთა ნუსხის დამტკიცება;

.ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა გამოყენება.

თავი IV

ცენტრის ვალდებულებები

ცენტრი ვალდებულია:

ა) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თავისი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კვარტალური და წლიური ბალან­სები და ანგარიშები წარუდგინოს დეპარტამენტს, აგრეთვე შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს;

ბ) დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზ­ღაურების მინიმუმი.

თავი V

ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დირექტორი, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი:

ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება ცენტრის გამ­გებლობის სფეროს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს ახალგაზ­რდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და იმ ნორმატიული აქტების შესრულებისათვის, რომლებიც ცენტრის მმართველობას განეკუთვნება;

გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თანამ­შრომლებს;

დ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობებში;

ე) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;

ვ) ამტკიცებს ცენტრის მუშაკთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ დებულებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძა­ნებებს, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალური ხასიათის სამარ­თლებრივ აქტებს;

ი) განსაზღვრავს ცენტრის განვითარების ძირითად მიმარ­თულებებს; აყალიბებს და აკონტროლებს ცენტრის საფინანსო-საბი­უჯეტო საქმიანობას და მის განხორციელებას.

თავი VI

ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი VII

ცენტრის დაფინანსება

1. ცენტრის საკრედიტო ურთიერთობები რეგულირდება საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობით.

2. ცენტრის ფინანსური რესურსების შექმნის წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამულ-მიზნობრივი დაფინანსება და სუბსიდია;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტები, ტექნიკური დახმარება;

დ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული ნებაყოფლობითი შენატანები და შემო­წირულობები;

ე) ხელშეკრულებით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემო­სავლები.

თავი VIII

საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუ­ღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკი­ცებლად წარუდგინოს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს.

2. ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ბალანსსა და ანგარიშებს ამოწმებს საქართველოს ახალ­გაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დანიშნული აუდიტორი.

თავი IX

დებულებაში ცვლილებების შეტანა

ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

თავი X

ცენტრის სტრუქტურა

ცენტრის სტრუქტურა ყალიბდება მისი ამოცანებისა და ფუნქცი­ების, აგრეთვე შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობისა და დაფინანსების შესაბამისად.

თავი XI

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.