დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2362 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/07/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.299 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი, გვ.9) 194-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: პათოლოგიური დაავადებების შედეგად გამხმარი, დიდთოვლიანობისა და ქარისაგან მოთხრილი ხეების რეალიზაციისა და მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას ჩატარებული ჭრების დროს. ასევე, ამ სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.“;
ბ) მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2362–IIს
დოკუმენტის კომენტარები