მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 31/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001861
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
321
26/07/2000
სსმ, 68, 31/07/2000
010340000.05.002.001861
მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2000 - 22/03/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 321

2000 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ

ბიუჯეტის შემოსავლების სრულყოფილი დაგეგმვის, დაფარული შემოსავლების საბიუჯეტო პროცესში ჩართვის, ახალი რეზერვების ამოქმედებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლის გაძლიერების მიზნით:

1. 2000 წლის 1 აგვისტოდან შემოღებულ იქნეს საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი უნივერსალური ფორმები, რომელიც სავალ­დებულოა ყველა სამართალსუბიექტისათვის განურჩევლად საკუთ­რებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო დეპარტა­მენტებმა, უწყებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურმა რესპუბ­ლიკებმა, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, დაწესებულებებმა, საწარმოებმა, ორგანიზაციებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ მათ მიერ გამოყენებადი მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავება, დამზადება, შენახვა და გამოყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.

3. 2000 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალოს საქართველოს ტერი­ტორიაზე ისეთი ფორმებისა და დოკუმენტების წარმოება და გამოყენება, რომელიც არ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების გაყალბება ან დადგენილი წესის დარღვევით დამზადება და რეალიზაცია ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):

ა) უზრუნველყოს უნიფიცირებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშ­გების ფორმების დაბეჭდვისათვის სათანადო ასიგნებათა გათვალის­წინება 2001 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების ფორმირებისას დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად;

ბ) მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დროული და სრული სახით შემოღების მიზნით უზრუნველყოს სათა­ნადო ინფორმაციების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუ­ალებით.

6. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე