დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 26/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №383
2002 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში და ბრძანებულებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობრივ დასახელებაში სიტყვების „კოორდინატორი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები