„საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის №55 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის №55 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 19/11/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002785
  • Word
569
17/11/2003
სსმ, 131, 19/11/2003
430210000.05.002.002785
„საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის №55 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №569

2003 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის №55 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის 55 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში:

1. წესდების პირველი თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და საზღვარგარეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივად გამოსცეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალები და კრებულები;“

2. მესამე თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მოსამზადებელი ფაკულტეტი რეგიონალური ფილიალებით, ლიცეუმი და კოლეჯი;“

3. მესამე თავის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა;“

4. მესამე თავის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მართვის სახელმწიფო ინსტიტუტი;“.

5. მეოთხე თავის მე-11 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობიდან, ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების (სპეციალური სახსრების) საბანკო ანგარიშების გახსნისა და ხარჯვის წესს და სრულად განკარგავს ამ სახსრებს.“

ე. შევარდნაძე